სქემარქიმანდრიტი ვიტალი დაიბადა 1928 წელს, კრასნოდარის მხარეში სოფელ ეკეტერინოვკაში, ნიკოლოზ და ალექსანდრა სიდორენკოების ღარიბ, გლეხურ ოჯახში, ჯერ კიდევ მისი მუცლად ტარებისას დედა ასე ლოცულობდა: “ღმერთო ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადფამიანებისთვისაც” მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: საიდან ორი მზე? პასუხად ჩაესმა: “ერთი მზე შენ საშოშია”. რვა დღის ჩვილი იღიმებოდა ნათლობისას, ემბაზში კი ფეხი აიდგა…
გარდაიცვალა 1992 წელს, დაკრძალულია წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში.
საქართველოში ჩამოსვლამდე მოღვაწეობდა რუსეთში რამდენიმე მონასტერში ერთ-ერთია გლინის უდაბნო. საქართველოში ჯერ აფხაზეთში უდაბნოში ძალიან რთულ პირობებში მოღვაწეობდა სადაც შქემაში აღიკვეცა. შემდეგ თბილიში გადმოიყვანეს ალექსანდრე ნეველის ტაძარში. და ცხოვრების ბოლობდე აქ მოღვაწეობდა.
მან ბევრი სასწაული მოახდინა, წინასწარმეტყველების ნიჭი ქონდა, და ბევრი განკურნა.
მამა ვიტალის სწავლებებიდან:
საჭიროა გავცეთ, ჩვენ კი მოვიხვეჭთ, საჭიროა მოვუსმინოთ, ჩვენ კი ვლაქლაქებთ, საჭიროა საკუთარი ნების უარყოფა, ჩვენ კი მას ვემორჩილებით, საჭიროა შევიძულოთ ამქვეყნიური ცხოვრება და მისი სიამენი, ჩვენ კი გვიყვარს იგი და საბოლოო ჯამში, ჩვენ ღვთის მცნებათა წინააღმდეგ მივდივართ. ასეთ შემთხვევაში ყველგან მძიმეა ყოფნა.
სიკვდილის, საშინელი სამსჯავროსი და ჯოჯოხეთის გახსენებით ჩვენ ღვთისმოშიშნი ვხდებით, ეს შიში აღვირივით გვაკავებს ღვთის მცნებათა გზაზე.
აზრებს კი არ უნდა მივყვეთ, არამედ უნდა ვილოცოთ.
ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში და გექნებათ ლოცვა, სიფხიზლე, კითხვა და მადლიერება.
ილოცეთ და ეს ყოველივეს აღავსებს.
როგორც სუნთქვისას არ ეკითხები შენ თავს, როგორ აკეთებ ამას, ასევე განუწყვეტლივ ილოცე და ცხონდები.
როდესაც განუწყვეტლივ ილოცებ, მადლს მოიპოვებ; და თუ გვაკლია სიხარული მხოლოდ იმიტომ, რო არ ვლოცულობთ.
თუნდაც შფოთავდეს რაიმეთი გატაცებული შენი გონება, მაინც ნუ შეწყვეტ იესოს ლოცვას.
როდესაც ადამიანები გეკამათებიან ანდა გკიცხავენ, უნდა დუმდე და იესოს ლოცვას ამბობდე; ეს საოცარი საშუალებაა.
ამპარტავან ლოცვას უფალი არ ღებულობს.
თუ ლოცვის შემდეგ ჩაის დალევ ანდა შეჭამ, ხელახლა უნდა წაიკითხო ძილისწინა ლოცვა.
ეცადე წესიერად ილოცო დილით, საღამოს და ყოველ საქმეზე, თუნდაც ასე: “დამლოცე, უფალო. დიდება შენდა ღმერთო”. სხვა აზრების ნაცვლად თქვი: “ღმერთო, დამეხმარე, უფალო დამიფარე, უფალო განკურნე ჩემი სული და ხორცი. უფალო მასწავლე, შენი ნების აღსრულება”. ასე მოქცევისას შენ ისაუბრებ ღმერთთან, სწორედ ესაა ლოცვა. სხვა აზრები არ მიიღო ისინი ღვთისგან არ არის.
თუ გეყვარებათ არც მჭუხარება გექნებათ. არც გატეხილობა.
თავი დაიმდაბლეთ, დაითმინეთ გიყვარდეთ. სიყვარული თუ იქნება კედლებიც კი გაიხსნება.
სიყვარული ერთადერთია, რისი მოხვეჭაც საჭიროა.
თუ ვინმე შენზე ნაწყენია ან უკმაყოფილოა, მისთვის მეტანიები აღასრულე და იქნებ საჩუქარიც გაუგზავნო.
ყოველდღე ასხურე ნაკურთხი წყალი სახლში.
გიყვარდეთ დედა და ყოველდღიურად აიღე მისგან კურთხევა.
შფოთვა მშობლის დაუმორჩილებლობას მოსდევს.
ყოველდღე აიღე მამისაგან კურთხევა და ხელზე ემთხვიეთ მას.



















